Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2021 წლის 25 და 26 ნოემბერს, ტარდება სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სწავლების სამივე საფეხურის  სტუდენტს.

სტუდენტურ კონფერენციაზე იმუშავებს სამი სექცია:

1.  საქართველოს წინაშე არსებული საშინაო/საგარეო სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური გამოწვევები და შესაძლებლობები; 

2. არჩევნები საქართველოში: ისტორიული ან/და თანამედროვე გამოცდილება  (საარჩევნო გეოგრაფია, საარჩევნო ქცევა, ჩართულობა და საზოგადოებრივი აზრი, არჩევნების შიდა და გარე შეფასება, არჩევნების გაშუქება, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესი, ინსტიტუტები, საკანონმდებლო ჩარჩო და სხვა);

3. ქალი, მშვიდობა  და უსაფრთხოება (გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 (2000) და სხვა რეზოლუციების ანალიზი; ქალთა მონაწილეობა მშვიდობის მშენებლობაში: ისტორია და თანამედროვეობა; კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები; მშვიდობის მშენებელი ქალი ჟურნალისტები და სხვა). აღნიშნული სექცია მხარდაჭერილია ჟურნალისტიკის რესურცენტრი - JRC-ისა და გაეროს ქალთა ფონდის UN Women -ის მხარდაჭერით.

 

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.

მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა ატვირთონ 15 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის 16:00 საათამდე შემდეგ ბმულზე: https://e-learning.tsu.ge/course/view.php?id=6710#section-1 

ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ორი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი სხვადასხვა სექციაში. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი. 

აბსტრაქტის შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 29 ოქტომბერს.

სექციებიდან შეირჩევნიან გამარჯვებული მომხსენებლები მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge